ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ავადმყოფობს და შესაძლოა „პარმასთან“ მატჩი გაუცდეს. პორტუგალიელს სინუსიტის გამო „უდინეზესთან“ სათასო შეხვედრა უკვე გაუცდეს.
რონალდუმ გუშინდელი ვარჯიშიც გამოტოვა და ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა კვირამდე გამოჯანმრთელებას.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „პარმას“ მატჩი 19 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.