მთავარი / სიახლეები / სერია A / მაურიციო სარი: რომასთან მატჩში რონალდუმ 1100 მეტრი გაირბინა 22 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
მაურიციო სარი: რომასთან მატჩში რონალდუმ 1100 მეტრი გაირბინა 22 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით

მაურიციო სარი: რომასთან მატჩში რონალდუმ 1100 მეტრი გაირბინა 22 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით

ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ბებერი ქალბატონის თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს, ფიზიკური ფორმის შესახებ კომენტარი გააკეთა.

იტალიელმა სპეციალისტმა პორტუგალიელს ამჟამინდელი ფიზიკური ფორმა მოუწონა და განაცხადა, რომ მას ახლა არაჩვეულებრივ პერიოდი აქვს.

“ახლა ის კარგ ფორმაშია და მუხლზე პრობლემები აღარ აქვს. მას აქვს არაჩვეულებრივი პერიოდი, არა მხოლოდ გატანილი გოლები საუბრობენ მასზე, არამედ სხვა სტატისტიკაც. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რას აკეთებს ის მოედანზე. რომასთან მატჩში მან 1100 მეტრი გაირბინა 22 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით. ეს არის ძალიან მაღალი კოეფიციენტი. ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია.” – განაცხადა მაურიციო სარიმ.

ამ სეზონში რონალდუმ მონაწილეობა მიიღო კლუბის 23 მატჩში. პორტუგალიელის ანგარიშზე 16 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. იტალიის ჩემპიონატის ბოლო 6 მატჩში ფორვარდმა 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …