მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვემ” “პარმასთვის” მზადება დაიწყო

“იუვემ” “პარმასთვის” მზადება დაიწყო

იტალიის თასზე „უდინეზეს“ დამარცხების შემდეგ „იუვენტუსი“ მუშაობას აგრძელებს და დღეს ვარჯიში განაახლა.

გუნდი ორ ნაწილად გაიყო: ნაკლებად დაიტვირთნენ და აღდგენითი წვრთნა ჰქონდათ იმ მოთამაშეებს, რომლებაც გუშინ ითამაშეს, ხოლო დანარჩენებმა ჩვეულად ივარჯიშეს (მათ შორის იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც „უდინეზესთან“ ცვლილებაზე ჩაერთვნენ თამაშში).

არ უვარჯიშია კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც ავადაა და ჯერაც გამოჯანმრთელებას ელოდება.

ხვალ მორიგი საწვრთნელი პროცესი გაიმართება, ხოლო კვირას „იუვე“ სერია A-ს მეოცე ტურში „პარმას“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …