მთავარი / სიახლეები / “პარმას” ქომაგები ბუფონს: “მოღალატე ხარ”

“პარმას” ქომაგები ბუფონს: “მოღალატე ხარ”

ჯანლუიჯი ბუფონი ერთწლიანი პაუზის შემდეგ „იუვენტუსს“ დაუბრუნდა. პარმაში, „ენიო ტარდინიზე“, სადაც ჯიჯიმ კარიერის საწყისი 6 სეზონი გაატარა. ბუფონს ამ მატჩში არ უთამაშია, მაგრამ ყურადღება მაინც მიიპყრო.

„პარმას“ ტიფოზების დაჯგუფება იტალიელი კიპერის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ტრიბუნაზე ბანერი გამოფინეს და მოღალატე უწოდეს.

„მოღალატე ღირსების გარეშე. ამოიღეთ ჩვენი ნომრიდან შენი სახელი“.

ტიფოზებმა ის ფაქტი გააპროტესტეს, რომ ბუფონმა “იუვენტუსში” 77-ნომრიანი მაისური აირჩია, რომლითაც ერთი წელი “პარმას” ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” “პარმა” ჯორჯო კიელინის ერთადერთი გოლით დაამარცხა და სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *