დუგლას კოშტა სერია A-ს პირველივე ტურში დაშავდა. ბრაზილიელმა ტერფის ტკივილი განიცადა და მოედანი თამაშის დასრულებამდე 19 წუთით ადრე დატოვა.
სავარაუდოდ, სერიოზული არაფერი იქნება და სამხრეთ ამერიკელს მხოლოდ გადაღლილობა აღენიშნება. აღსანიშნავია, რომ თამაშის ბოლომდე სათადარიგო სკამზე დარჩა და მტკივან ფეხზე ყინული ედო.
თუმცა, მაინც საყურადღებო ფაქტია, რადგან გასული სეზონის უმეტესი ნაწილი სწორედ ტრავმების გამო გაუცდა. არადა, უკვე ჩანს, რომ ახალი ფორმაციის „იუვესთვის“ დუგლას კოშტა უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება.