ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „პარმასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელის განცხადებით, რთული მატჩი იყო განსაკუთრებით ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით.
„რთული თამაში იყო, განსაკუთრებით ფიზიკურად. ბოლოს ორივე გუნდი დაღლილი იყო, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან პირველი ტური იყო. ისე აღსადგენი გვაქვს ფიზიკური კონდიციები, მენტალობა, ტექნიკა, მაგრამ სწორ გზაზე ვდგავართ. 1:0-ის შემდეგ ვეცადეთ მიდგომა შეგვეცვალა და ბურთს უფრო მეტად ვუფრთხილდებოდით.
რა თქმა უნდა, უნდა მოვუმატოთ, მაგრამ სამი ქულა მოვიპოვეთ და ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან პარმაში თამაში ყოველთვის რთულია“, – თქვა ალექს სანდრომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „პარმა“ ჯორჯო კიელინის გოლით 1:0 დაამარცხა და სეზონი გამარჯვებით დაიწყო.