ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „პარმასთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. ჯორჯოს განცხადებით, გუნდმა აჩვენა თავდადება და ერთიანობა.
„კმაყოფილები ვართ შედეგით და იმით, როგორც მივუდექით მატჩს. მწვრთნელის არყოფნა დაგვეტყო, უფრო მეტად იმის გამო, რომ კვირის განმავლობაში გვაკლდა. მჯერა, რომ ჩვენი თამაშით ამაყია, რადგან გუნდმა დაამტკიცა, რომ ერთიანია და თავდადება.
ჩვენ მოვუმატებთ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია გამარჯვება. ეს გუნდი დიდი ჩემპიონებითაა დაკომპლექტებული, ბევრი ცვლილებაა. დიდი ენთუზიაზმი და სურვილი გაგვაჩნია, რომ წარმატებებს მივაღწიოთ“, – აღნიშნა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „პარმა“ სწორედ ჯორჯო კიელინის გოლით 1:0 დაამარცხა და სეზონი გამარჯვებით დაიწყო.