ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჯოვანი მარტუშიელომ, რომელმაც გუნდს „პარმასთან“ უხელმძღვანელა, კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი კმაყოფილი დარჩა შედეგით და გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშითაც, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში.
„იგუაინი და არა დიბალა? ეს იყო არჩევანი, რომელიც გაკეთდა გამოცდილების კუთხით, რომელიც გააჩნია გონსალოს ცენტრფორვარდის პოზიციაზე. „პიპიტა“ ბოლო დღეებში გაიზარდა. მთლიანობაში დიბალა და იგუაინი ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. არჩევანი კეთდება მეტოქიდან გამომდინარე და დაფუძნებულია ტექნიკურ მახასიათებლებზე. სეზონი გრძელია და ყველა ფეხბურთელი საჭიროა.
კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით დაცვით ფაზაში, ისევე როგორც ნახევარმცველებმა მეტოქის შეტევების ჩაშლის დროს. პირველი ტაიმი უკეთესი იყო, შესანიშნავად ჩავატარეთ და შეგვეძლო კიდევ გაგვეტანა. პირველი თამაში ყოველთვის აჩნეს კითხვებს და ამიტომ, ბედნიერები ვართ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ.
სარისთან კონტაქტი მქონდა შესვენებაზე, მატჩის დასრულების შემდეგ და მატჩის დაწყებამდე. კმაყოფილი იყო შედეგით“, – თქვა მარტუშიელომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „პარმა“ ჯორჯო კიელინის გოლით დაამარცხა და სეზონი გამარჯვებით დაიწყო.