ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ „პარმასთან“ პაულო დიბალას უთამაშებლობას საერთო არაფერი აქვს სატრანსფერო ბაზართან.
გარდა ამისა, ფაბიომ აღნიშნა, რომ კმაყოფილია გუნდში არსებული თავდამსხმელებით და მაურო იკარდის თაობაზე „ინტერთან“ არ უსაუბრია.
„ინტერთან“ არ მისაუბრია. ჩვენ კმაყოფილები ვართ ჩვენი ფეხბურთელებით, რადგან საერთაშორისო დონის თავდამსხმელები გვყავს. იგუაინი დაბრუნდა, ასევე გვყავს მანჯუკიჩ, დიბალა, დუგლას კოშტა, ბერნარდესკი და რა თქმა უნდა, რონალდუ, რომელიც ერთი წლის შემდეგ „იუვენტუსთან“ ადაპტირებულია და ჩვეულებრივი ფეხბურთელებივითაა.
დიბალას სათადარიგო სკამზე დარჩენა არაა განპირობებული სატრანსფერო ბაზრით. პაულო „იუვენტუსის“ დიდი 10 ნომერია და კმაყოფილები ვართ, რომ ჩვენთანაა. რაც შეეხება ახალწვეულებს, სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყო და მათ ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ.
რთული იქნება ჩვენი შემადგენლობის გაძლიერება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ წარმატებას მივაღწევთ. კანსელუს წასვლა? ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მაგრამ ახლა ასეთივეა დანილო. ეს არჩევანი ორივე მოთამაშის თვისებებიდან გამომდინარე მივიღეთ“, – თქვა პარატიჩიმ.