ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა განაცხადა, რომ „პარმასთან“ მატჩში სათადარიგო სკამზე დარჩენა მისთვის მოულოდნელი იყო. თუმცა, ჰოლანდიელი მცველი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ესმის, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა.
„რა თქმა უნდა, თამაში მირჩევნია. ვარჯიშებზე არაფერი დამიკლია, ამიტომ სათადარიგო სკამზე დარჩენას არ ველოდებოდი. ყოველშემთხვევაში, მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
რეალისტი უნდა ვიყო. მე ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდს გავდივარ იტალიაში. ბონუჩი და კიელინი დიდი ხნაია მსოფლიოში საუკეთესო დაცვის წყვილად განიხილებოდნენ და ჩემი ადგილი სეზონის განმავლობაში უნდა მოვიპოვო.
აქ გატარებული პირველი ხუთი კვირა ძალიან მომეწონა. ფიზიკურად რთულია, მაგრამ ვამჩნევ, რომ უფრო ძლიერი ვხდები. დაცვითი თამაშის დროს აბოლუტურად განსხვავებული მოთხოვნებია, ვიდრე ეს „აიაქსში“ იყო. გარდა ამისა, ენას ვსწავლობ. საფეხბურთო ტერმინები ვიცი, მაგრამ მინდა ჩემი იტალიური გავაუმჯობესო. კვირაში ხუთჯერ სასწავლო კურსებზე დავდივარ, რომელიც კარგად მიმდინარეობს“, – თქვა დე ლიხტმა.