ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველ ტურში „პარმა“ ჯორჯო კიელინის გოლით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6.5 – როდესაც საჭირო იყო, ყოველთვის მზად გახლდათ. ეს სიახლე არ ყოფილა და სწორედ ამ მოტივით ბუფონის პარმაში დაბრუნება მხოლოდ სათადარიგო სკამით შემოიფარგლა.
დე შილიო 6.5 – პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, დუგლას კოშტას ზურგს კარგად უმაგრებდა. მეორე ტაიმი ცუდი ჰქონდა. ჟერვინიოზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ ბევრი შეცდომა დაუშვა.
ბონუჩი 6.5 – თავდაჯერებული თამაშობდა. ალბათ დე ლიხტთან კონკურენცია მასზე კარგად აისახება.
კიელინი 6.5 – გოლი გაიტანა, რომელიც ცენტრფორვარდის დამახასიათებელი იყო. დაცვაშ ერთხელ უხეში შეცდომა დაუშვა, ბურთი დაკარგა, მაგრამ ბონუჩიმ დროულად გამაოსწორა მისი შეცდომა.
ალექს სანდრო 6.5 – კარგად დაიწყო. ალბათ ეს იყო პირველი ზაფხული, როდესაც მისი გუნდიდან წასვლის შესახებ ხმები არ გავრცელებულა, რაც მაღალ დონეზე დაბრუნებასაც უნდა ემსახუროს.
ხედირა 6 – სარიმ სატრანსფერო ბაზრიდან მოხსნა. ჰქონდა პრობლემები, განსაკუთრებით მაღალი რიტმის დროს.
რაბიო 5.5 – ყველა ძირითად შემადგენლობაში ელოდებოდა. თუმცა, სათადარიგო სკამიდან კარგად ვერ ჩაერთო თამაშში.
პიანიჩი 6 – პრესეზონის მატჩებს თუ გავითვალისწინებთ, ეს მისი საუკეთესო თამაში იყო ამ ზაფხულს.
მატუიდი 6 – მთავარი სიურპრიზი მისი ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა იყო. ბევრს დარბოდა და გუნდის სამსახურში იყო.
დუგლას კოშტა 7 – თუ ასეთი იქნება, ბრაზილიელი იქცევა ზაფხულის მთავარ „ახალწვეულად“. კაცის მოტყუება მისთვის პრობლემა არ ყოფილა, არ დაუკარგავს ბურთი. მოედანი მცირე ტრავმით დატოვა, მაგრამ მოედანზე საუკეთესო იყო.
კუადრადო 6 – ზაფხულის ყველა სპარინგი თითქმის მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაატარა, მაგრამ სეზონი მარჯვენა შემტევად დაიწყო.
იგუაინი 6.5 – სივრცეებს უთავაისუფლებდა რონალდუს.
ბერნარდესკი შ.გ – მხოლოდ 7 წუთი ითამაშა.
რონალდუ 6 – ერთი აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა, ერთი გოლი VAR-მა გააუქმა მილიმეტრების გამო. „იუვეს“ ცენტრში ისევ ისაა და ყოველთვის ასე იქნება.