პაულო დიბალას აგენტმა ხორხე ანტუნმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პარიზში გამგზავრება გეგმაში არ აქვს. გარდა ამისა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩაშლილი მოლაპარაკებებიც გაიხსენა.
„მოსალოდნელი ვიზიტი პარიზში? არა, ამასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ მაქვს. პაულო უნდა დატკბეს „იუვენტუსში“ ყოფნით, რა მოხდება მომავალში არ ვიცი.
„მანჩესტერთან“ ჩაშლილი მოლაპარაკება? დიახ, ინგლისელებთან ვსაუბრობდით, მაგრამ არასწორი ინფორმაციაა, რომ ხელფასზე ვერ მოვრიგდით. იყო კითხვები კლუბებს შორის“, – განაცხადა ანტუნმა.