მაურო იკარდისა და პაულო დიბალას ბარტერი შესაძლოა შედგეს. აღნიშნულ ცნობას Gazzetta Dello Sport-ის ავრცელებს. პირველ მათგანს „ინტერის“ დატოვება მხოლოდ „იუვეს“ სანაცვლოდ უნდა, ხოლო მეორე ჯუზეპე მაროტასა და ანტონიო კონტეს სამიზნეა.
დიბალამ პირველ ტურში 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა, რაც შესაძლოა მინიშნება იყო, რომ მისთვის ახალ სეზონში სათამაშო დრო მკვეთრად შეიზღუდება.
როგორც წყარო წერს, „იუვესა“ და „ინტერის“ წარმომადგენლები შესაძლოა მოლაპარაკებების მაგიდას სულ მალე მიუსხდნენ.