მთავარი / სიახლეები / კუმანი: “დე ლიხტის ახლანდელი მდგომარეობა არ მაშფოთებს, მაგრამ ოქტომბერში…”

კუმანი: “დე ლიხტის ახლანდელი მდგომარეობა არ მაშფოთებს, მაგრამ ოქტომბერში…”

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მატიას დე ლიხტის შესახებ ისაუბრა. ჰოლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, თუ ოქტომბერში დე ლიხტს სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, ნაკრების ძირითადში შესაძლოა ვეღარ მოხვდეს.

„ალბათ თვით, რომ ის აუცილებლად ითამაშებს, რადგან მის ტრანსფერში დიდი თანხაა გადახდილი, მაგრამ თუ გუნდს შემადგენლობაში კიელინი და ბონუჩი ჰყავს, მაშინ მწვრთნელს შეუძლია სხვა არჩევანი გააკეთოს.

მატიასს ორი კვირის წინ ველაპარაკე და მითხრა, რომ იტალიურ დაცვით სტილს უნდა შეეგუოს, ადაპტირება მოახერხოს. იტალიაში განსხვავებული დაცვაა, ვიდრე „აიაქსში“, რა თქმა უნდა უფრო მნიშვნელოვანია ფიზიკურობა. ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, მაგრამ ბევრი არ უნდა დასჭირდეს. ამჟამად მისი სიტუაციით შეშფოთებული არ ვარ, მაგრამ თუ ოქტომბერშიც იგივე მდგომარეობა იქნება, დავიწყებ იმაზე ფიქრს, რომ სათამაშო რიტმისთვის მზად არ იქნება“, – თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ დე ლიხტმა პირველ ტურში „პარმასთან“ 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *