ტურინის „იუვენტუსში“ ემრე ჯანის მომავალი ნათელი რომ არ გახლავთ, აქამდეც ვწერდით. გერმანელი ფეხბურთელი პირველ ტურში „პარმასთან“ მარიო მანჯუკიჩისა და პაულო დიბალას მსგავსად (რომლებაც შესაძლოა გუნდი დატოვონ) 90 წუთი სათადარიგო სკამზე დარჩა.
როგორც იტალიური მედია წერს, ემრემ მაურიციო სარის თავი ვერაფრით მოაწონა და ამიტომაც, ღრმა შემადგენლობიდან გამომდინარე მისი წასვლა გამორიცხული არაა.
ტურინელებმა „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებაც დაიწყეს და ივან რაკიტიჩში გაცვლას ცდილობენ. თავის მხრივ, კატალონელებიც დაინტერესებულნი არიან მისი სამსახურით.
თუმცა, არამარტო „ბარსელონა“ – ემრე ჯანს პსჟ და მიუნხენის „ბაიერნიც“ აკვირდებიან. ამჟამად ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ყველაფერი მიმდინარე კვირაში უნდა გადაწყდეს, რადგან 2 სექტემბერს სატრანსფერო ფანჯარა იხურება.