მაურო იკარდის „იუვენტუსში“ გადასვლა ფეხბურთელის აგენტმა და მეუღლემ ვანდა ნარამ გამორიცხა. მისი თქმით, იკარდის „ინტერში“ თამაში უნდა და „იუვენტუსს“ არ ელოდება.
„არაა სიმართლე, რომ თითქოს „იუვენტუსის“ წინადადებას ველოდებით. პარატიჩისთან არანაირი შეთანხმება არ გვაქვს. იკარდის „ინტერში“ დარჩენა და ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით თამაში უნდა“, – თქვა ვანდა ნარამ.
შეგახსენებთ, რომ იკარდი „ინტერის“ გეგმებში არ ჯდება. მას ნომერიც შეუცვალეს (9 ჩამოართვეს და 7 გადასცეს), ხოლო „იუვენტუსს“ 9-ნომრიანი მაისური დღემდე თავისუფალი აქვს და იტალიური მედია ამას სწორედ არგენტინელს უკავშირებს.