ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დაასრულა სპეკულაციები პაულო დიბალას შესახებ. მისი თქმით, არგენტინელი რჩება.
„დიბალა ნამდვილად არ მიდის, ამას გამოვრიცხავ. გუშინდელმა ფოტომ (რომლითაც დიბალამ კიელინი გაამხნევა – ავტ) დაამტიცა, რომ „იუვე“ ერთიანი და დიდი ჯგუფია, რაც ძალიან მახარებს“, – თქვა პარატიჩიმ.
დღეს, დიბალამ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ჩაატარა და კალიდუ კულიბალის ავტოგოლის დროს საგოლე პასიც შეასრულა.