მთავარი / სიახლეები / მარტუშიელო: “სარი უკმაყოფილოა, რადგან 4:0 მოგება უნდოდა”

მარტუშიელო: “სარი უკმაყოფილოა, რადგან 4:0 მოგება უნდოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჯოვანი მარტუშიელომ „ნაპოლისთან“ (4:3) მატჩის შემდეგ ისაუბრა. მისი განცხადებით, მაურიციო სარის 4:0 გამარჯვება უნდოდა და ამიტომ, უკმაყოფილო დარჩა.

„3:0-ის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემა იყო, მეტოქეს თამაშში დაბრუნების შანსი მივეცით, დავუშვით პოზიციური შედომა და ცოტა შეგვეშინდა. მაგრამ ერთი საათი იყო სუპერი. სარი კმაყოფილი დარჩა? არა, მას სურდა 4:0 გამარჯვება.

ამ თვეში მუშაობით უკეთ შევძელით შეგვეფასებინა ყველა მოთამაშის თვისებები. არასდროს უნდა დავკარგოთ გუნდის იდენტობა. სეზონის განმავლობაში ყველას ექნება თამაშის შესაძლებლობა.

დე ლიხტი? ის მოვიდა გუნდიდან, რომელიც თავს სხვანაირად იცავდა, ჩემპიონატიდან, რომელიც არ არის იტალიის. მანამც ერთი საათი კარგად ითამაშა, შემდეგ კონდიციიდან ოდნავ ამოვარდა. თუმცა, ის უმაღლესი დონის მოთამაშეა“, – თქვა მარტუშიელომ.

„იუვენტუსი“ მომდევნო შეხვედრას 15 სექტემბერს, ფლორენციაში, „ფიორენტინასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *