ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ „პიპიტამ“ კომენტარიც გააკეთა.
„კარგად დავიწყეთ, შემდეგ კი, მათმა ორმა გოლმა თამაშიდან გაგვაგდო. გაათანაბრეს კიდეც, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ. გუნდმა ყველაფერი გააკეთა და ჯილდოდ სამი ქულაც მიიღო. თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს“, – აღნიშნა იგუაინმა.
„იუვენტუსი“ მომდევნო შეხვედრას 15 სექტემბერს, ფლორენციაში, „ფიორენტინასთან“ გამართავს.