მთავარი / სიახლეები / ნაადრევად დაჯერებული გამარჯვება

ნაადრევად დაჯერებული გამარჯვება

ტურინის „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონში პირველი საშინაო თამაში ჩაატარა და უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა. არადა, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, თითქოს მაურიციო სარის გუნდს (რომელიც ისევ არ იყო სათადარიგო სკამზე, მაგრამ იყო ტრიბუნაზე) ძალიან ადვილად უნდა მოეგო.

„ნაპოლისთან“ „ბებერ სინიორას“ მარტივი გასეირნება რომ არ ექნებოდა, ცხადი გახლდათ, მაგრამ თავიდან ყველაფერი იდეალურად წარიმართა. მე-15 წუთზე მოედანზე ბრაზილიელი დანილო გამოჩნდა ტრავმირებულ დე შილიოს ნაცვლად და ზუსტად 30 წამში ანგარიშის გახსნა მოახერხა. ბრაზილიელმა „იუვეს“ მაისურით პირველი თამაშში, პირველივე შეხებით შეძლო გოლის გატანა. გავიდა სამი წუთი და უპირატესობა გაიზარდა. გონსალო იგუაინი კალიდუ კულიბალის ბავშვივით გაუსწორდა – „პიპიტამ“ დაბრუნების შემდეგ პირადი აქტივი გახსნა.

ამას მოჰყვა სამი ხედირას ორი რეალური მომენტი: ჯერ ალექს მერეტმა აჯობა, მერე ხარიხა შეაზანზარა.

მეორე ტაიმიც „იუვენტუსისთვის“ კარგად დაიწყო. დუგლას კოშტას პასით სეზონში პირველი გოლი კრიშტიანუ რონალდუმაც მიითვალა – 3:0. ყველაფერი ნათელი გახდა, „იუვენტუსს“ სამ ქულასთან მხოლოდ დრო აშორებდა. მაგრამ მერე იყო ორწუთიანი ინტერვალი, როდესაც ტურინელებმა კონცენტრაცია დაკარგეს. ჯერ კოსტას მანოლასმა სტანდარტულის მერე ბონუჩის დაასწრო, ხოლო ორ წუთში დაცვის ხაზი მთლიანად ჩავარდა და ირვინგ ლოსანომ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. 81-ე წუთზე კი ტურინი შოკში ჩავარდა. კიდევ ერთი სტანდარტი და ამჯერად დე ლიხტს დი ლორენცომ აჯობა – 3:3. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელთა პირველი და მესამე გოლები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს და ტურინელთა დაცვის ხაზი ორივე შემთხვევაში ერთნაირად არასწორად გაისარჯა.

მსაჯმა შეხვედრა სამი წუთი დაამატა და სწორედ ამ დროს, არსაიდან გოლი გავიდა. პაულო დიბალამ ჯარიმის უფლება მოიპოვა, პიანიჩმა შეასრულა და კალიდუ კულიბალიმ გაიტანა, ოღონდ კარი შეეშალა, საკუთარი მეკარე დამწუხრა, „იუვემ“ პრინციპული მეტოქე ამ ავტოგოლით დაამარცხა (4:3).

„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ 4:3 (2:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 000

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო (დანილო 15), ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა (ემრე ჯანი 61), პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, იგუაინი (დიბალა 76), რონალდუ

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

„ნაპოლი“ (4-4-1-1): მერეტი; დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, გულამი (მარიო რუი 46); კალეხონი, ალანი (ელმასი 74), ზიელინსკი, ინსინიე (ლოსანო 46); ფაბიან რუისი; მერტენსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 დანილო (16), 2:0 იგუაინი (19), 3:0 რონალდუ (62), 3:1 მანოლასი (66), 3:2 ლოსანო (68), 3:3 დი ლორენცო (81), 4:3 კულიბალი (90, ა.გ)

გაფრთხილება: მატუიდი (52), ალექს სანდრო (80), დუგლას კოშტა (83) – გულამი (40), დი ლორენცო (44), ელმასი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (8) – 12 (7) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: დანიელე ორსატო

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *