ტურინის „იუვენტუსს“ სერია A-ს გულშემატკივრების ერთი მესამედი ქომაგობს. აღნიშნულ სტატისტიკას Gazzetta Dello Sport-ი აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტურინელებს იტალიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავთ.
თანაც, მეორეადგილოსან „ინტერს“ ძალიან დამაჯერებლად უსწრებენ. აღსანიშნავია, რომ „ნერაძურიმ“ ქომაგების რაოდენობით „მილანს“ გადაასწრო, ხოლო „ნაპოლიმ“ „რომას“.
მონაცემები კი ასეთია:
| # | კლუბი | რაოდენობა |
|---|---|---|
| 1 | იუვენტუსი | 8.725.000 |
| 2 | ინტერი | 3.975.000 |
| 3 | მილანი | 3.868.000 |
| 4 | ნაპოლი | 2.783.000 |
| 5 | რომა | 1.895.000 |
| 6 | ფიორენტინა | 673.000 |
| 7 | ლაციო | 606.000 |
| 8 | კალიარი | 520.000 |
| 9 | ტორინო | 462.000 |
| 10 | ბოლონია | 328.000 |
| 11 | სამპდორია | 250.000 |
| 12 | ატალანტა | 245.000 |
| 13 | ჯენოა | 200.000 |
| 14 | უდინეზე | 170.000 |
| 15 | ვერონა | 131.000 |
| 16 | სპალი | 121.000 |
| 17 | პარმა | 100.000 |
| 18 | ლეჩე | 98.000 |
| 19 | ბრეშა | 91.000 |
| 20 | სასუოლო | 72.000 |
კვლევა მთელი იტალიის მასშტაბით ჩატარდა და გამოკითხულ იქნა 14-დან 64 წლამდე ადამიანები. „იუვეს“ ამ დროისთვის სამშობლოში 8.7 მილიონი ადამიანი გულშემატკივრობს. აღსანიშნავია, რომ „ბებერი სინიორას“ ქომაგთა რაოდენობა მზარდი განსაკუთრებით 2010 წლიდან გახდა, თუმცა, ლიდერის პოზიციაზე მანამდეც იმყოფებოდა.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი