პაულო დიბალა „იუვენტუსს“ ტოვებს. უფრო სწორად, გუნდი ყიდის. ამჯერად, ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა არ დამალა, რომ არგენტინელის გასხვისება მართლაც იგეგმება.
„ჩვენ კვლავ ვცდილობთ, რომ გუნდი გავაძლიეროთ. ლუკაკუ? ვნახოთ, ინტერესი არსებობს, მაგრამ ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ერთად ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ.
დიბალა? არსებობს წინადადებები. კონკრეტული წინადადებების შემთხვევაში კი აუცილებლად ვისაუბრებთ“, – თქვა ნედვედმა.
დიბალა ამჟამად შვებულებაში იმყოფება და ტურინში მის დაბრუნებას ხუთშაბთს ელიან, რის შემდგომაც ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა.