ტურინის იუვენტუსის არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა სავარაუდოდ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს შეიცვლის.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურინული კლუბის წარმომადგენლებმა არგენტინელის აგენტს განუცხადეს, რომ ისინი მზად არიან განიხილონ წინადადებები და გაყიდონ დიბალა მისაღები შემოთავაზების შემთხვევაში.
25 წლის ფეხბურთელს არ სურს იუვენტუსის დატოვება. უახლოეს მომავალში მას პირადად მოუწევს საუბარი მაურიციო სარისთან.