ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ვესტონ მაკკენი, არტური და პაულო დიბალა უსიამოვნო სკანდალში გაეხვნენ.
ამერიკელმა ფეხბურთელმა საკუთარ ვილში წვეულება მოაწყო, რაც კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე აკრძალული იყო და წესები დაარღვია. La Stampa-ს ინფორმაციით, საქმე იქამდეც მივიდა, რომ ადგილზე კარაბინიერები მივიდნენ. პოლიციას აშკარად ვიღაცამ აცნობა, რომ კოვიდ-რეგულაციები დაირღვა.
როგორც გაირკვა, წვეულებაზე 20-დე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, სამი ფეხბურთელი: თვითონ მაკკენი, არტური და დიბალა.
სამივე მათგანს ფინანსური ჯარიმა ელოდება, როგორც იტალიის ხელისუფლებისგან, ისე კლუბისგან.