ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტური ტრავმირებულია. ბრაზილიელი ფეხბურთელი მარჯვენა ფეხის წვივში ტკივილს განიცდის.
ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა ის 3 აპრილს, ტურინულ დერბიში „ტორინოს“ წინააღმდეგ.
არტურს მიმდინარე სეზონში ტრავმები ხშირად აწუხებს და დაახლოებით 1 თვის წინ დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ როგორც ჩანს, ლაზარეთში გადანაცვლება ისევ მოუწევს.