მთავარი / სიახლეები / ანიელი “იუვეში” მარჩელო ლიპის დაბრუნებას გეგმავს

ანიელი “იუვეში” მარჩელო ლიპის დაბრუნებას გეგმავს

ლეგენდარული მარჩელო ლიპი შესაძლოა „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. ოღონდ არა მწვრთნელის რანგში, არამედ კლუბის მენეჯმენტში, როგორც ტექნიკური სტაფის ხელმძღვანელი.

პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ამის შესახებ სერიოზულად ფიქრობს და ლეგენდარულ მწვრთნელს დაელაპარაკება. ინფორმაცია Mediaset-ი ავრცელებს. ეს არის იდეა, რომელიც შეიძლება მალე რეალობად იქცეს.

ანიელის აზრით, ლიპის გამოცდილება გუნდს ძალიან გამოადგება და ის ფაბიო პარატიჩის, პაველ ნედვედსა და ანდრეა პირლოს საინტერესო და სასარგებლო რჩევებს მისცემს. აღსანიშნავია, რომ მარჩელომ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა, მაგრამ მაშინ თქვა, რომ ფეხბურთში სხვა როლში მუშაობას არ გამორიცხავდა.

ლიპი „იუვენტუსის“ ისტორიას ოქროს ასოებით ეკუთვნის. მან გუნდს ხუთჯერ სკუდეტო, ოთხჯერ იტალიის სუპერთასი, თითოჯერ კი იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონინენტთაშორისო თასი მოაგებინა. გარდა ამისა, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, ერთხელ უეფას თასის (კლუბში გატარებული 8 სეზონიდან), საიდანაც ერთი ფინალი მოიგო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …