მთავარი / სიახლეები / კუადრადო: “ახლა მიზანი ოთხეულში მოხვედრა და იტალიის თასის მოგებაა”

კუადრადო: “ახლა მიზანი ოთხეულში მოხვედრა და იტალიის თასის მოგებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ კორონავირუსის პერიოდზე, მიმდინარე სეზონში „იუვეს“ მიზანზე და ჩემპიონთა ლიგის მოგების სირთულეებზე ისაუბრა.

„განსაკუთრებული მომენტია ბევრი ადამინისთვის. ჩვენ, ფეხბურთელები ხშირად შორის ვართ სახლიდან, მაგრამ ამ პერიოდში ოჯახი და ჩემი შვილები უკეთ გავიცანი. ფეხბურთში კორონავირუსი? ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა. ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშს კი ცუდი ეფექტი აქვს. ჩვენი პასუხისმგებლობა ფანების წინაშე უფრო იზრდება, მაგრამ პროფესიონალები ვართ და ყველა გარემოში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, ნელ-ნელა გულშემატკივრები სტადიონზე დაბრუნდებიან.

როდესაც გავიგე, რომ კორონავირუსი მქონდა, ძალიან მშვიდად ვიყავი. უსიმპტომოდ მქონდა და ბევრი რაღაცის გაკეთება შემეძლო. ჩემს თანაგუნდელებს ვერაფრით ვეხმარებოდი, მაგრამ თამაშებს ვუყურებდი. იმ პერიოდში ფიზიკურად და სულიერად ვისვენებდი, ვარჯიშის შესაძლებლობა კი მქონდა.

სეზონი? ეს ბოლო თამაშები უნდა მოვიგოთ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ. შემდეგ იტალიის თასის ფინალია, რომელიც მნიშვნელოვანია, რადგან ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ.

ხალხი ფიქრობს, რომ ადვილია ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ასე არასდროს არის. როდესაც ოცნებას ვერ აღწევ, ეს არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ. უნდა იმუშაო იქამდე, სანამ არ მიაღწევ მიზანს. გავაგრძელებთ მუშაობას და იმედი გვაქვს, რომ ეს ჩვენზე იქნება დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, დიდი გუნდის ჩამოყალიბების შემთხვევაში შეგვეძლება ამის გაკეთება“, – თქვა კუადრადომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კუადრადომ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 15 საგოლე პასი გააკეთა, გოლი კი არ გაუტანია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …