ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დადებითად შეაფასა, პორტუგალიელის განცხადებით, ეს ტურნირი ყოველთვის რთულია, მაგრამ თავისი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.
„კარგი წილისყრა იყო. რთულია, როგორც ყოველთვის, მაგრამ ჩემი გუნდის შესძლებლობებში დარწმუნებული ვარ და მოუთმენლად ველოდები შესანიშნავი ჩემპიონთა ლიგის დაწყებას.
ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი გუნდია, რომელთაც გამარჯვება უნდათ, მაგალითად „ლივერპული“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „რეალი“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“, მაგრამ ძალიან პოზიტიურად ვარ და ვფიქრობ ამ სეზონში ნამდვილად კარგად ვიასპარეზებთ.
სეზონის დასაწყისი ყოველთვის რთულია, ახალი სათამაშო სისტემა გვაქვს, ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ კარგად დავიწყეთ და ეტაპობრივად უნდა გავიზარდოთ“, – განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 18 სექტემბერს, მადრიდში, „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.