იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი შესაძლოა ნაპოლის წინააღმდეგ მატჩში სკამზე დაბრუნდეს, მაგრამ ტურინში მასზე გაბრაზებულნი არიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იტალიელი სპეციალისტით. მიზეზი ის არის, რომ მაურიციო სარიმ უარი თქვა მოწევისთვის თავის დანებებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფილტვების ანთება დაუდგინეს.
რამოდენიმე დღის წინ გაზეთმა Corriere della Sera-მ გამოაქვეყნა სარის ფოტო, სახლთან ახლოს, სიგარეტის კოლოფით ხელში, რამაც ტურინში გაღიზიანება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარიმ გამოტოვა სერია ა-ს ახალი სეზონის პირველი მატჩი „პარმას“ წინააღმდეგ.