მთავარი / სიახლეები / ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მეტოქეებთან
ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მეტოქეებთან

ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მეტოქეებთან

მონტეკარლოში გამართულ წილისყრას „იუვენტუსისთვის“ სიახლე არ მოუტანია, რადგან ისეთი მეტოქეები ერგო, რომელთაც წარსულში შეხვედრია – „ატლეტიკო“, „ლევერკუზენი“ და „ლოკომოტივი“.

თუ ესპანელებთან დაპირისპირება პრაქტიკულად ევროპულ კლასიკად იქცა, გერმანელებთან და რუსებთან დაპირისპირების გასახსენებლად უფრო შორეულ წარსულში წასვლაა საჭირო.

გარდა ამისა, ფაქტია, რომ „იუვეს“ მომავალი სამი მეტოქე თავიანთ ჩემპიონატებში ამ დროისთვის პირველ პოზიციას იკავებენ.

ატლეტიკო

გასულ სეზონში საოცარი მერვედფინალური მატჩების შემდეგ გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. „ალიანც სთედიუმზე“ კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქის შემდეგ პირველი დაპირისპირება მადრიდში გაიმართება. „

იუვემ“ შარშან 0:2-დან შეძლო მეტოქის ბარიერის დაძლევა და ეს ყველას ძალიან კარგად ახსოვ. თუმცა, ეს ორი თამაში არ ყოფილა ამ გუნდების ისტორიაში. ცოტა ხნის წინ ამხანაგურ ტურნირში, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე სტოქჰოლმში ესპანელებმა იმარჯვეს.

ევროპულ ასპარეზზე კი „იუვე“ და „ატლეტიკო“ ცხრაჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. ხუთჯერ „იუვენტუსმა“ მოიგო, სამჯერ „ატლეტიკომ“, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

„ატლეტიკომ“ ამ ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიცირება გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში დაკავებული მეორე ადგილით მოახერხა, ჩამორჩა რა, ჩემპიონ „ბარსელონას“ 11 ქულით. ამჟამად კი, ლიდერია ორი ტურის შემდეგ 6 ქულით, მას მერე, რაც „ხეტაფე“ და „ლეგანესი“ ერთნაირად, 1:0 დაამარცხა.

„იუვენტუსი“ და “ლევერკუზენი“ 17 წლის შემდეგ ისევ ხვდებიან ერთმანეთს. 2011-2002 წლების სეზონში „ბიანკონერისა“ და გერმანელების გზები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა.

პირველ ტურში, ტურინში „იუვენტუსმა“ 4:0 მოიგო, დუბლი დავიდ ტრეზეგემ შეასრულა, თითო გოლი ალესანდრო დელ პიერომ და იგორ ტუდორმა გაიტანეს, ხოლო „ბაი არენაზე“ 1:3 დამარცხდა. ამ გუნდებს შორის მეტი დაპირისპირება არ შედგარა. მაშინ, ჯგუფში „არსენალი“ და „დეპორტივოც“ იყვნენ და პლეი-ოფში გერმანელები და ესპანელები გავიდნენ. იმ სეზონში „ლევერკუზენი“ ფინალამდეც მივიდა, სადაც გლაზგოში „რეალთან“ 1:2 წააგო.

„ლევერკუზენმა“ გასულ სეზონში ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა და 20 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „ბაიერნს“. ამჟამად კი, ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერია. „ბაიერმა“ „პადერბორნი“ და „დიუსელდორფი“ დაამარცხა.

ლევერკუზენი
ლოკომოტივი

„იუვენტუსს“ „ლევერკუზენის“ მსგავსად ასევე ორჯერ უთამაშია მოსკოვის „ლოკომოტივთანაც“, 1993-1994 წლების სეზონში უეფას თასზე 1/32 ფინალში. „დელე ალპიზე“ „იუვემ“ რობერტო ბაჯოს დუბლითა და ფაბრიციო რავანელის გოლებით 3:0 მოიგო, ხოლო მოსკოვში მაროკის ერთადერთი გოლით გამარჯვება ისევ „იუვეს“ დარჩა.

რუსებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულ სეზონში შიდა ჩემპიონატში დაკავებული მეორე ადგილით მოახერხეს. ჩემპიონ „ზენიტს“ კი 8 ქულით ჩამორჩნენ. ამჟამად 7 ტურის შემდეგ 14 ქულით „კრასნოდართან“, „სპარტაკთან“, „როსტოვთან“ და „ზენიტთან“ ერთად ლიდერია. 4 მოგება, 2 ფრე და1 მარცხი – ეს არის შედეგები, რომელიც „ლოკომოტივს“ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში აქვს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *