მთავარი / სიახლეები / მარტუშიელოს პრესკონფერენცია “ნაპოლისთან” მატჩამდე

მარტუშიელოს პრესკონფერენცია “ნაპოლისთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჯოვანი მარტუშიელომ „ნაპოლისთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტი არ დაკონკრეტებულა გუნდის ძირითადი შემადგენლობის შესახებ და თქვა, რომ გადაწყვეტილებას ბოლო ვარჯიშის შემდეგ მიიღებენ.

„ჩვენ გვაინტერესებს როგორ ითამაშებს გუნდი ხვალ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ისეთ მნიშვნელოვან მატჩში, როგორიც „ნაპოლისთან“ გველოდება.

გონსალო იგუაინმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მიის მახასიათებლები, როგორც ცენტრფორვარდის შესანიშნავია. ძლიერი ფეხბურთელია, დიდი ჩემპიონი, რომელიც ჩვენს სათამაშო სტილს კარგად იცნობს, რადგან ადრე „ნაპოლიში“ თამაშობდა.

მიუხედავად ბაზარზე არსებული ჭორებისა, დიბალა ძალიან კონცენტრირებულია. ცხადია, შესაძლოა ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს, მაგრამ ამ კვირაში კარგად იმუშავა და დიდი პროფესიონალია.

სატრანსფერო ბაზარი გავლენას ახდენს ჩვენს არჩევანზე? ჩვენს შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებიც შესაძლოა ხვალინდელი მატჩისთვის მენტალურად მზად არ იყვნენ. დავაკვირდებით ბოლო ვარჯიშზე ვინ ითამაშებს და ვინ არა. შემადგენლობა? არ ვიცი, ბოლო ვარჯიშის შემდეგ გადაწყდება სასტარტო თერთმეტეული.

სარი კონტინასას ბაზაზე იმყოფებოდა, თუმცა ბოლომდე ჩართული არ ყოფილა ვარჯიშებში. მან ტესტები უნდა დაასრულოს და ვნახოთ იქნება თუ არა ხვალ სათადარიგო სკამზე.

რემზი უკეთაა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ საუკეთესო ფორმაში სანაკრებო პაუზის შემდეგ იქნება“, – თქვა მარტუშიელომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 31 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *