ტურინის „იუვენტუსმა“ ჩრდილოეთ კორეელი თავდამსხმელი ან კვან-სონი იყიდა. იტალიური მედიის ცნობით, 20 წლის აზიელის ტრანსფერი „ბებერ სინიორას“ 5 მილიონი ევრო დაუჯდა.
კვან-სონი „კალიარის“ საკუთრებაში“ იყო, რომლის რიგებში 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა. 2017 წლიდან კი, იჯარით სერია B-ს ბინადარ „პერუჯაში“ თამაშობდა და 37 შეხვედრაში თავი 11-ჯერ გამოიჩინა.
ჩრდილოეთ კორეის ნაკრების რიგებში კი 2-ჯერ უთამაშია. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები წერენ, „იუვე“ აზიელის განათხოვრებას არ აპირებს შემადგენლობაში შეინარჩუნებს, რისი მიზანიც ვარსკვლავებისგან გამოცდილების მიღებაა.