იტალიის ნაკრებში ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის ოთხი იუვენტინო გამოიძახეს. რობერტო მანჩინიმ „სკუადრა აძურაში“ ლეონარდო ბონუჩის, ჯორჯო კიელინის, მატია დე შილიოსა და ფედერიკო ბერნარდესკის უხმო.
სრული შემადგენლობა შემდეგნაირია:
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), პირლუიჯი გოლინი (ატალანტა), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)
მცველები: ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), მატია დე შილიო (იუვენტუსი), ემერსონი (ჩელსი, ინგლისი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), არმანდო იცო (ტორინო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ლუკა პელეგრინი (კალიარი), ალესიო რომანიოლი (მილანი)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), ლორენცო პელეგრინი (რომა), სტეფანო სენსი (ინტერი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), სტეფან ელ შაარავი (შანხაი შენჰუა, ჩინეთი), ჩირო იმმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), კევინ ლასანია (უდინეზე)
იტალია 5 და 8 სექტემბერს, შესაბამისად, სომხეთსა და ფინეთს სტუმრად დაუპირისპირდება.
#Nazionale 🇮🇹
Gli #Azzurri convocati dal ct Roberto #Mancini per le gare di qualificazione a #Euro2020 contro #Armenia 🇦🇲 e #Finlandia 🇫🇮.L’articolo 👉🏻 https://t.co/yUEOVbmE5X#VivoAzzurro pic.twitter.com/QTdh0isTFd
— Nazionale Italiana (@Vivo_Azzurro) August 30, 2019