იუვენტუსის ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, Corriere dello Sport-თან ინტერვიუში ისაუბრა ტურინულ კლუბში თაობათა ცვლაზე.
ჯიჯიმ გასახდელში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მოთამაშეები მირალემ პიანიჩი, პაულო დიბალა და გონსალო იაგუანი არიან.
”მე განსაკუთრებულს არაფერს ველოდები სამომავლოდ. მოვიქცევი, როგორც ყოველთვის, ჩემი გამოცდილებას გადავცემ გუნდსა და თანაგუნდელებს.
გასახდელში შეიქმნა ატმოსფერო, რომელმაც გაგვაერთიანა და დაგვეხმარა სირთულეების გადალახვაში. მე, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და ანდრეა ბარცალი ძმებივით ვიყავით. ახლა კი მირალემ პიანიჩი, პაულო დიბალა და გონსალო იაგუანი გუნდის მთავარი მოთამაშეები არიან. ” – განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა.