1969 წლის 21 დეკემბერს იუვენტუსმა, მიუხედავად მოკრძალებული ანგარიშისა, ლაციო აშკარა უპირატესობით დაამარცხა სახლში ანგარიშით 2:1.
ლუის დელ სოლის კაპიტნობით, ბიონკონერებმა პირველ ტაიმი სანდრო სალვადორის გოლის წყალობით მოიგეს. ხოლო მეორე ტაიმში ლამბერტო ლეონარდმა საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. თამაშის დასასრულს ჯუზეპე მასამ შეამცირა ანგარიშის სხვაობა. ჩვეულებრივი მატჩი, რომელმაც ყურადღება ერთი პატარა დეტალით მიიპყრო.
როგორც ფოტოში ხედავთ, იუვენტუსის ფეხბურთელებმა ერნესტო კასტანომ და ფრანჩესკო მორინიმ შეხვედრის მეორე ნახევარი იდენტურ მაისურებში გაატარეს, 4 ნომრით.
“მსაჯმა ვერ შეამჩნია ეს ინციდენტი, მაგრამ, სავარაუდოდ, იუვენტუსი მაინც მიიღებს გაფრთხილებას, ან უკიდურეს შემთხვევაში, ჯარიმას. რა თქმა უნდა, მოსამართლე ანგონეზემ თავის მოხსენებაში შეიტანა დარღვევის ფაქტი. თამაშის შედეგი საეჭვო არაა, რადგან შეცდომას არ მოუხდენია გავლენა შეჯიბრის ნორმალურ მიმდინარეობაზე”
რითი შეიძლება აიხსნას მომხდარი?
“გასახდელში ვერავინ შენიშნა შეცდომა. სავარაუდოდ, როცა ფეხბურთელები შესვენებაზე მაისურებს ახლით ცვლიდნენ, მორინმა სიჩქარეში შეცდომით აიღო ის, რაც კასტანომ დატოვა თავის სკამზე.” – თქვა იუვენტუსის მთავარი მწვრთნელმა ერკოლე რაბიტიმ.