მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” ნეიმარის შეძენის გეგმაზე მუშაობს
“იუვენტუსი” ნეიმარის შეძენის გეგმაზე მუშაობს

“იუვენტუსი” ნეიმარის შეძენის გეგმაზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსი“ ნეიმარის შეძენის გეგმას სწავლობს. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები ბრაზილიელის სანაცვლოდ ფრანგებს ორი ფეხბურთელის შეთავაზებას უპირებენ.

ნეიმარს პსჟ-ს დატოვება გადაწყვეტილი აქვს და „ბარსელონა“ მისთვის პრიორიტეტულია, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ყველაზე რეალური კანდიდატურად „ბებერი სინიორა“ მოსჩანს. ნიშანდობლივია ისიც, რომ „იუვესა“ და პსჟ-ს შორის კარგი საქმიანი ურთიერთობა კარგა ხანია სუფევს, რაც შესაძლო მოლაპარაკებებს გაადვილებს.

პსჟ-ს სურს, რომ ბრაზილიელში ორი წლის წინ გადახდილი 222 მილიონი ევრო ამოიღოს, მაგრამ ამავდროულად ისიც კარგად ესმით, რომ ხსენებული თანხის გადამხდელი ევროპაში ძალიან ცოტა გუნდია და ამიტომ წინადადების თითოეულ დეტალს ყურადღებით განიხილავენ.

„იუვეს“ გეგმა კი ბლეზ მატუიდისა და პაულო დიბალას შეთავაზებაა (ბუნებრივია თანხასთან ერთად). მატუიდი „იუვეში“ სწორედ პარიზელების ბანაკიდან გადმოვიდა და სპორტული დირექტორი ლეონარდო მისი დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

რაც შეეხება დიბალას, პსჟ ისედაც დაინტერესებულია და თანაც ნეიმარის იდეალური შემცვლელი სწორედ არგენტინელი შეიძლება გამოდგეს.

მომდევნო ნაბიჯი კი კლუბის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იქნება, რომელიც უახლოეს დღეებში ჩინეთში დაგეგმილ სამიტზე უნდა შედგეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *