„იუვენტუსისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩის დაწყებამდე ფაბიო პარატიჩის, პაველ ნედვედსა და გონსალო იგუაინს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეები მოედანზე დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ და განსახილველი საკითხი არგენტინელის მომავალი იყო.
ცნობილია, რომ იგუაინის მიმართ ყველაზე მეტად „რომაა“ დაინტერესებული, მაგრამ არსებობს ლონდონის „ვესტ ჰემის“ ვარიანტიც. თუმცა, ტურინელები 40 მილიონ ევროს ითხოვენ და ინგლისელები ამ თანხის გადახდას არ აპირებენ.
გუშინ მაურიციო სარიმ იგუაინის შესახებ მოკლედ მოჭრა და თქვა, რომ გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელები მიიღებენ.
ამაობაში, „იუვეს“ სთორიში გონსალოს 21-ნომრიანი მაისური არ იყიდება, რაც უნდა მიანიშნებდეს იმაზე, რომ მისი გასხვისება გადაწყვეტილია. თუმცა, სათქმელია ისიც, რომ იგივე ვითარებაა ლუკა პელეგრინისა და მერიჰ დემირალის მაისურებზეც – ამ სამ ფეხბურთელს ნომრები საბოლოოდ არ აურჩევიათ და შესაძლოა ცვლილება მოხდეს.
სამაგიეროდ, სხვა ახალწვეულების, ჯანლუიჯი ბუფონის, აარონ რემზის, ადრიენ რაბიოსა და მატეის დე ლიხტის მაისურების შეძენა უკვე შესაძლებელია.