მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” სეზონი “ტოტენჰემთან” მატჩით გახსნა [VIDEO]

“იუვენტუსმა” სეზონი “ტოტენჰემთან” მატჩით გახსნა [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონი გახსნა და პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით, რომელიც ამხანაგური ტურნირია, მაურიციო სარის გუნდი ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა სინგაპურმა უმასპინძლა და დიდი ინტერესი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ეს „იუვესთვის“ პირველი სპარინგი იყო ამ სეზონში და ფეხბურთელები სასურველ ფიზიკურ კონდიციებსა და ფორმაში არ არიან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტურნირზე ეს ყველაზე შედეგიანი მატჩი გამოდგა – 5გოლი გავიდა. „ტოტენჰემი“ 30-ე წუთზე ერიკ ლამელმა დააწინაურა, რომელმაც ჯანლუიჯი ბუფონის მოეგრიებულ ბურთს დაამატა. საგოლე შეტევა მოედნის ცენტრში ბლეზ მატუიდის დაკარგული ბურთის შედეგად განვითარდა და ინგლისელებმა კონტრშეტევა გოლით დაასრულეს.

პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზევე მაურიციო სარიმ რამდენიმე შეცვლა განახორციელა. მათ შორის, მარიო მანჯუკიჩი გონსალო იგუაინით შეცვალა და არგენტინელს 10 წუთი დასჭირდა გოლის გასატანად. „პიპიტამ“ ფედერიკო ბერნარდესკისთან გაითამაშა შესანიშნავი კომბინაცია, ძლიერად დაარტყა და გაათანაბრა. 4 წუთში „იუვენტუსი“ დაწინაურა. მატია დე შილიოს გადაცემის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხა თავის გამოჩენა. ამის შემდეგ სარიმ პორტუგალიელი შეცვალა, ისევე როგორც ლეონარდო ბონუჩი და მის ნაცვლად მოედანზე მატეის დე ლიხტი გამოჩნდა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა. დებიუტი ჰქონდა ადრიენ რაბიოსა და მერიჰ დემირალსაც, რომლებიც შესვენების შემდეგ ემრე ჯანისა და დანიელე რუგანის ნაცვლად შევიდნენ.

„იუვე“ მხოლოდ 5 წუთი იგებდა. დაცვის ხაზის ჩავარდნის შედეგად, ნდომბელეს პასით ლუკას მოურამ გაათანაბრა. 83-ე წუთზე ახლოს იყო დუბლთან გონსალო იგუაინი, რომელმაც ჟოაუ კანსელუს შესანიშნავი პასის შემდეგ ძალიან სახიფათო დაარტყა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად. მსაჯმა შეხვედრას 4 წუთი დაამატა და ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა. თუმცა, მესამე კომპენსირებულ წუთზე წარმოუდგენელი გოლი გაიტანა ჰარი კეინმა.

ზუსტად მოედნის ცენტრში ადრიენ რაბიოს ბურთი წაართვეს, კეინმა კი ერთი შეხებით კარში დაარტყა. ვოიცეხ შჩესნი წინ იყო გამოსული და ბუნებრივია მისთვის ეს მოულოდნელობა იყო, შედეგად ბურთი ბადეში აღმოჩნდა – 2:3.

აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 24 ივლისს „ინტერთან“ გამართავს.

„იუვენტუსი“ – „ტოტენჰემი“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლამელა (31), 1:1 იგუაინი (56), 2:1 რონალდუ (60), 2:2 მოურა (65), 2:3 კეინი (90)

„იუვენტუსის“ შემადგენლობა: ბუფონი (შჩესნი 46), კანსელუ, ბონუჩი (დე ლიხტი 63), რუგანი (დემირალი 46), დე შილიო; ემრე ჯანი (რაბიო 46), პიანიჩი (მურატორე 76), მატუიდი (კასტანოსი 76); ბერნარდესკი, მანჯუკიჩი (იგუაინი 46), რონალდუ (პერეირა 63)

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *