ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ტოტენჰემთან“ (2:3) მატჩი შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე მის გუნდზე უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.
სარიმ უკმაყოფილება გამოთქვა დაკარგული ბურთების გამო და საინტერესოა, რომ „იუვემ“ სამივე გოლი სწორედ ამის შედეგად გაუშვა.
„ტოტენჰემი“ ფიზიკური კონდიციებით ჩვენზე წინაა და უფრო ახლოსაა სეზონის დაწყებასთან. უნდა გავაუმჯობესოთ დაცვითი თამაში უფრო წინ. საწყისი 30 წუთი ძალიან უკან ვიყავით და კონტრშეტევები რთული ხდებოდა. მეორეტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ბევრად უკეთესი ზეწოლა იყო, გოლების დროს კარგი ხარისხი ვაჩვენეთ, მაგრამ ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ და სამივე გოლიც ამის შედეგად, გულუბრყვილოდ გავუშვით. ვფიქრობ, ამაზე ჩვენი ფიზიკური კონდიციები ახდენს გავლენას“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომოდევნო ამხანაგურ მატჩს „ინტერთან“ 24 ივლისს გამართავს.