ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეული მატეის დე ლიხტი უკვე ლამის ყოველდღე განმარტავს თუ რატომ შეაჩერა არჩევანი „იუვეზე“. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა აბსურდული უწოდა იმ ბრალდებებს, თითქოს „პარი სენ ჟერმენში“ ფინანსური სურვილის დაუკმაყოფილებლობის გამო არ გადავიდა.
„როდესაც ფიქრობ იტალიაზე, ფიქრობ მცველებზე. იტალიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები მცველები იყვნენ. ბავშვობიდან ბარეზის, მალდინის, კანავაროსა და ნესტას ქომაგი ვიყავი. „იუვენტუსის“ მაისური ჯერ კიდევ მაშინ მქონდა, როდესაც 7 წლის ვიყავი და მჯერა, რომ ტურინში თამაში დამეხმარეა სრულყოფილებაში.
ცხადია, მე „აიაქსის“ ფეხბურთით, ტოტალური ფეხბურთით გავიზარდე. აქ კინ მინდა კარგი ფეხბურთი ვითამაშე და მთავარია, რომ ტიტულები მოვიგო. შემიძლია წინ დიდი ნაბიჯი გადავგდა ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც ბუფონი, კიელინი და კრიშტიანუ რონალდუ არიან. მათ უდიდესი გამოცდილება აქვთ და ვეცდები, მათგან ვისწავლო.
მინდოდა, ტრანსფერი მალე დახურულიყო, ერთ მომენტში ყველაფერი დამღლელი იყო. ყველაზე აღმაშფოთებელი კი იმის კითხვა იყო, რომ თითქოს პსჟ-ში კილიან მბაპეზე მეტი ხელფასი მინდოდა და ამიტომ არ წავედი. ეს სრული აბსურდია.
მინოს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ჩემს მომავალს ერთა ლიგის შემდეგ გადავწყვეტდი. მანამდე არ მინდოდა თამაშის გარდა სხვა საკითხებზე მეფიქრა. როგორც კი შევატყობინე, რომ „იუვენტუსში“ წასვლა მინდოდა, ამაზე მუშაობა დაიწყო. ფული არასდროს ყოფილა ჩემთვის მთავარ როლში და ვინც მიცნობს, ეს ყველამ იცის. მინო ჩემი აგენტია და ის ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე სპორტულ არჩევანს გავაკეთებ“, – თქვა დე ლიხტმა.