ტურინის „იუვენტუსში“ მოიზე კინის მომავალი ისევ გაურკვეველია. ფეხბურთელი შვებულებიდან ახლახან დაბრუნდა და ტურინში ემზადება.
როგორც Mediaset-ი წერს, კინს ოთხი მსურველი ჰყავს: „ევერტონი“, „არსენალი“, „აიაქსი“ და „ბარსელონა“. „იუვემ“ კი უკვე მიიღო 30 მილიონ ევროიანი წინადადება, მაგრამ უარით გაისტუმრა.
საქმე ისაა, რომ ტურინელებს კინის დაკარგვა საბოლოოდ არ სურთ. „ბებერი სინიორას“ მიზანია მოიზეს იჯარით გაშვება ან უკიდურეს შემთხვევაში გამოსყიდვის უფლების უპირატესობის შენარჩუნება და ამ პუნქტის კონტრაქტში შეტანა.