ტურინის „იუვენტუსი“ მატეის დე ლიხტის გაფორმების შემდეგ უკვე ფეხბურთელების გასხვისებაზე მუშაობს. იტალიური მედიის ცნობით, გონსალო იგუაინი, მარიო მანჯუკიჩი ან მოიზე კინი, ერთ-ერთი „იუვეს“ მიმდინარე ზაფხულს დატოვებს.
თუმცა, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ფაბიო პარატიჩი სამი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს.
პირველი ჟოაო კანსელუა, რომლის შესახებ „მანჩესტერ სიტისთან“ მოლაპარაკებები გრძელდება. იტალიელებმა ინგლისელებისგან 40 მილიონ ევროიანი წინადადება და ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანილო მიიღეს, მაგრამ პარატიჩიმ ეს შეთავაზება უარყო. „იუვეს“ მოთხოვნა კონკურეტულია – 60 მილიონი ევრო.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ბარგი პრაქტიკულად ჩალაგებული აქვს, სამი ხედირაა, რომელიც კვლავ განიხილავს სტამბოლის „ფენერბახჩეს“ წინადადებას. „იუვე“ გერმანელს მწვანე შუქს აუნთებს, რადგან მისი ხელფასი გუნდი გეგმებში აღარ ჯდება.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც წამსვლელთა სიაშია, ახალწვეული მერიჰ დემირალია. ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს, ერთი წლის წინ, მატია კალდარას ვითარებას, რომელმაც გუნდი ისე დატოვა, რომ ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია.
თუმცა, ამ შემთხვევაში, ტრანსფერის ფორმულა გადამწყვეტი იქნება. „იუვეს“ თურქის სრულად დაკარგვა არ უნდა. თანაც, ჯორჯო კიელინის ტრავმამ კითხვის ნიშნები გააჩინა და შესაძლოა, დემირალის „მილანში“ გასხვისების საკითხი განხილვასაც აღარ დაექვემდებაროს.
ყოველშემთხვევაში, დღევანდელი მონაცემებით, დემირალის დარჩენა უფრო რეალურია, ვიდრე კანსელუსა და ხედირას.