ტურინის „იუვენტუსმა“ ვესტონ მაკკენი, არტური და პაულო დიბალა კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო დასჯის.
როგორც მოგეხსენებათ, მაკკენიმ საკუთარ ვილაში წვეულება მოაწყო, სადაც 20 ადამიანი მიიწვია, მათ შორის იყვნენ არტური და დიბალა. ამიტომაც, სამივე ფეხბურთელი „ტორინოსთან“ დერბიში არ ითამაშებს.
ისინი საწვრთნელ პროცესს კვირიან დაუბრუნდებიან. ანდრეა პირლოს დერბი „დელა მოლეში“ ლეონარდო ბონუჩისა და მერიჰ დემირალის იმედიც არ ექნება, რომელთაც კორონავირუსი აქვთ, ახლა კი არტურის, დიბალასა და მაკკენის დაემატა დანაკლისის სიას.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ტორინოს“ სტუმრად 3 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.