ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პაულო დიბალამ ვესტონ მაკკენის ვილაში წვეულებაზე წასვლის შემდეგ ბოდიში მოიხადა. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ვიცი, რომ მსოფლიოსთვის ასეთ რთულ პერიოდში უკეთესი იქნებოდა შეცდომა არ დამეშვა, მაგრამ შევცდი. ეს არ იყო წვეულება, თუმცა შევცდი და ბოდიშს ვიხდი“, – დაწერა სოციალურ ქსელში დიბალამ.
იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსი“ სამივე ფეხბურთელს დასჯის და „ტორინოსთან“ მატჩის განაცხადში ისინი ვერ მოხვდებიან.