ტურინის „იუვენტუსმა“ და „ინტერმა“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. საუბარო პაულო დიბალასა და მაურო იკარდის შესახებაა.
„იუვე“ მთელი ზაფხულის განმავლობაშ ჯიუტად ცდილობს არგენტინელის გასხვისებას, თუმცა დღემდე ვერ მოახერხა და აქამდე ფავორიტი პსჟ-ს ვარიანტის უკანა პლანზე გადავიდა. იკარდი კი ანტონიო კონტეს გეგმებში აღარ ჯდება და ტურინში 9 ნომერიც თავისუფალია.
Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ფაბიო პარატიჩიმ და ჯუზეპე მაროტამ ტელეფონით აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს.
ჯერჯერობით სხვა დეტალური და კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება და მხარეებმა მხოლოდ იდეის დონეზე ისაუბრეს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ დრო ბევრი არ აქვთ, რადგან სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება.