იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის რანგში მაურიციო სარის, დებიუტი სერია ა-ში სავარაუდოდ მის ყოფილ გუნდთთან, ნაპოლისთან მატჩი შედგება.
La Stampa-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი სპეციალისტი მალევე გამოჯანმრთელდა და შეძლებს იუვენტუსს დაეხმაროს მეორე ტურის მატჩში, რომელშიც ტურინული გუნდი სარისთვის კარგად ნაცნობ ნაპოლის დაუპირისპირდება. საბოლოო გადაწყვეტილებას, ამ მატჩში სარის მონაწილეობასთან დაკავშირებით, პარასკევს მიიღებენ.
60 წლის მწვრთნელი, მაურიციო სარი ორშაბათს სავარჯიშო ბაზაზე დააფიქსირეს, მან გულშემატკივრებს ავტოგრაფი დაურიგა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.