მილანმა განაახლა ინტერესი იუვენტუსის მცველის მერიჰ დემირალის მიმართ, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
მილანური კლუბი მზად არის 21 წლის თურქის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუ მოლაპარაკება შედგა თანხის ნაწილი დემირალის ყოფილ კლუბს სასუოლოს გადაერიცხება საიდანაც ამ ზაფხულს 18 მილიონ ევროს სანაცვლოდ ტურინში გადაბარგდა.
მხარეებს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება. თუ დემირალი დატოვებს კლუბს მაშინ რუგანი ტურინში დარჩება.