წინა სეზონის ბოლოს სერია А-მ, არსებობის მანძილზე პირველად, ინდივიდუალური ჯილდო გადასცა ექვს ფეხბურთელს.
რონალდუ გახდა ჩემპიონატის MVP, ფაბიო კუალიარელა – საუკეთესო ფორვარდი (მან ბომბარდირების რბოლა მოიგო 26 გოლით), მილინკოვიჩ-სავიჩი – საუკეთესო ნახევარმცველი, კულიბალი – საუკეთესო მცველი, ჰანდანოვიჩი – საუკეთესო მეკარე, ხოლო ძანიოლო – საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე. ყველამ ჯილდო მიიღო – ახლა სერია А წარმატებულ ჩრდილოამერიკულ ლიგებს ბაძავს.
მაგრამ ამით სიახლეები არ დასრულებულა. ახალ სეზონს ექვსივე მოთამაშე გაატარებს ფორმაზე სპეციალური სამკერდე ნიშანით, რომელიც მათ მიღწევებს ასახავს.
პირველმა ფორმაზე სამკერდით ითამაშა ფაბიო კუალიარელამ – მისი „სამპდორია“ იტალიის თასში „კროტონეს“ (3:1) ხვდებოდა.
სამირ ჰანდანოვიჩი („ინტერი“) „ლეჩესთან“ თამაშის დროს.
კალიდუ კულიბალი მატჩში „ფიორენტინას“ წინააღმდეგ (4:3 „ნაპოლის“ სასარგებლოდ).
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა სამკერდესთან ერთად გაანადგურა „სამპდორია“.
ნიკოლო ძანიოლო „რომასა“ და „ჯენოას“ თამაშში.
ერთადერთი ლაურეატი, რომელმაც ითამაშა დანაკერის გარეშე, იყო კრიშტიანუ.
მიზეზების შესახებ რონალდუს არაფერი უთქვამს. მოთამაშეები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, ითამაშონ დანაკერით თუ მის გარეშე, არანაირი ვალდებულება არ არსებობს.