ტურინის „იუვენტუსის“ ინსტაგრამ გვერდის გამომწერთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ტურინელებმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ გადაუსწრეს და საფეხბურთი კლუბებს შორის მესამე ადგილზე არიან.
„იუვეს“ ინსტაგრამს თვალს 31.8 მილიონი ადამიანი ადევნებს, ხოლო ინგლისური გუნდის ფოლოვერთა რაოდენობა 31.6 მილიონს შეადგენს.
„იუვეზე“ წინ მხოლოდ ორი ესპანური გუნდია – „რეალი“ (77.5 მილიონი გამომწერი) და „ბარსელონა“ (76.3 მილიონი გამომწერი).
აღსანიშნავია, რომ პროგრესი კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ დაიწყო. იქამდე, ინსტაგრამში გამომწერთა რაოდენობა 10 მილიონს უტოლდებოდა, მაგრამ 2018 და 2019 წლებში 31.8 მილიონამდე გაიზარდა.