მთავარი / სიახლეები / FIFA-ს ექს-მსაჯი რონალდუს არჩათვლილი გოლის შესახებ: „VAR-ი არ ასახავს წესების სულისკვეთებას“
FIFA-ს ექს-მსაჯი რონალდუს არჩათვლილი გოლის შესახებ: „VAR არ ასახავს წესების სულისკვეთებას“

FIFA-ს ექს-მსაჯი რონალდუს არჩათვლილი გოლის შესახებ: „VAR-ი არ ასახავს წესების სულისკვეთებას“

ყოფილი მსაჯი პაოლო კაზარინიმ გააკრიტიკა რამდენიმე სიტუაცია, რომელიც იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში VAR ვიდეოგამეორებების სისტემის გამოყენებას უკავშირდებოდა. საუბარია კრიშტიანუ რონალდუს არჩათვლილ გოლზე „პარმას“ კარში, ასევე „ფიორენტინას“ კარში შეცდომით დანიშნულ პენალტზე დრის მერტენსის ჩაყვინთვის გამო.

„მერტენსის ეპიზოდში შეცდომა დიდია და ის გამოცდილი მსაჯების მიერ არის დაშვებული. გასაკვირია, რომ ასეთი თვალსაჩინო ინციდენტი არ იქნა განხილული VAR სისტემის გამოყენებით. მე ამ სისტემის მომხრე ვარ, თვალს ვადევნებდი მის დანერგვას. მიკვირს, რომ მსაჯები VAR-ს არ განიხილავენ დამხმარესა და მხარდამჭერის სახით.

მინდვრის მსაჯი და VAR-ის მსაჯი ერთმანეთს მხარს უნდა უჭერდნენ, ეს არ არის პასუხისმგებლობის საკითხი. პრობლემა იმაშია, რომ არ უნდა არსებობდეს მთავარი და დაქვემდებარებული მსაჯი. ამასთანავე, VAR-მა მნიშვნელოვნად შეამცირა თვალსაჩინო და აშკარა შეცდომების რაოდენობა, ამიტომ VAR-ის გაუქმებაზე საუბარი არ უნდა იყოს. რაც შეეხება ოფსაიდებს, ეს კომპლექსური სიტუაციაა. ახლა ასეთი შეგრძნებაა, თითქოს მსაჯები ოლიმპიური თამაშების ასმეტრიანი დისტანციის ფოტოფინიშს განიხილავენ.

ამ გზით, ოფსაიდის განსაზღვრა VAR-ის მეშვეობით იქცევა შეჯიბრებად მსაჯებს შორის იმაზე, თუ ვის შეუძლია მილიმეტრების უკეთ დანახვა. ეს აბსოლუტურად არ ასახავს წესების სულისკვეთებას.

ოფსაიდი იქნა შემოღებული იმისთვის, რომ თავდამსხმელს არ ჰქონდეს მნიშვნელოვანი უპირატესობა გაკვრის დაწყების დროს. ტექნოლოგიები ასევე პრობლემას წარმოადგენენ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ოფსაიდი განიხილავს პასის ადრესატის პოზიციას, როდესაც ბურთი ტოვებს მისი პარტნიორის ფეხს.

VAR ბრწყინვალედ უწყობს ხელს პასის ადრესატის პოზიციის დადგენას, მაგრამ სისტემის მეშვეობით შეუძლებელია ზუსტად იმის განსაზღვრა, როდის ტოვებს ბურთი ფეხბურთელის ფეხს. ყოველთვის იქნება მცირე გაურკვევლობა ჩანაწერის ყურების დროს, რამაც შეიძლება 30-40 სანტიმეტრის ცდომილება გამოიწვიოს.

შემდეგ კი მსაჯები ცდილობენ 1-2 სანტიმეტრის სხვაობის განსაზღვრას… რაც შეეხება ახალ წესებს, რომლებიც ხელით თამაშს უკავშირდება, ფეხბურთელი ყოველთვის უნდა დაისაჯოს მის გამო, ვინაიდან უპირატესობის მიღების განზრახვასა და შემთხვევით თამაშს შორის სხვაობა უნდა გვესმოდეს.

მთლიანობაში, მიმაჩნია, რომ ახლა არ არის საუკეთესო დრო ახალი წესების შემოღებისთვის, ბევრი მათგანი უაზროა, მაგალითად, მსაჯისთვის ყვითელი ბარათის ჩვენება. ჩვენ ძალიან ბევრი ცვლილება შემოვიღეთ იმ დროს, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ ეჩვევიან და ეგუებიან VAR-ს“, – განაცხადა კაზარინმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *